Foto

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას ხვდება

გერმანიის ელჩის რეზიდენციაში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ოპოზიციას ხვდება. 

გერმანელ დიპლომატთან შეხვედრაზე იმყოფებიან „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, „საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.

ოპოზიციიასთან შეხვედრის შემდეგ, ანალენა ბერბოკი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა.

ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ბრიფინგი გამართეს, გერმანელი დიპლომატი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყანას დღეს ღამით დატოვებს.