„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს გუბაზ სანიკიძეზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ეს შემთხვევა არის „რუსული ოცნების“ ძალმომრეობითი პოლიტიკის ნაწილი და დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა მოღალატე, შეშინებული, ძალადობრივი „რუსული ოცნების“ სახე.
მათივე თქმით, „რუსულ ოცნებას“ არანაირი მენტალური და მორალური რესურსი აღარ დარჩა, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე მოუსმინოს განსხვავებულ აზრს.
„რუსული ოცნება“ დგას მხოლოდ ღია ძალადობაზე, რომელსაც ლეგიტიმაცია სრულად აქვს დაკარგული“, - წერია განცხადებაში.
ამასთან, როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია 9 აპრილს, 17:00 საათზე უნდა გამოვიდეს ყველა რუსთაველზე და უარი უთხრას ყველამ „რუსულ ოცნებას“;
„7-10 მარტის მოვლენებმა კარგად აჩვენა ვის აქვს რეალური ძალა ამ ქვეყანაში.
ძალა სიმართლეშია, ძალა ევროპაშია, ძალა ქართველ ხალხშია.
გამოვიდეთ 9 აპრილს, პარლამენტის წინ, 15:00 საათზე!
ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას, ვუთხრათ არა რუსულ რეპრესიებს !
გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს, შევიყვანოთ საქართველო ევროპაში“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press