ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, ვართ ქვეყანა, სადაც არავინ არ ამზადებს მეორე ფრონტს და ეს არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი, ლავროვის და სიმონიანის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მეორე ფრონტზე საუბარი არ არის რეალობასთან ახლოს, ვინაიდან დასავლელი პარტნიორების მიზანი არ არის საქართველოს ომში ჩართვა, რადგან კიდევ დამატებით ზედმეტი დესტაბილიზაციის სურვილი არავის არ აქვს.
"გარკვეული სიფრთხილე მესმის. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, არასდროს ვიყავი მომხრე, არც სააკაშვილის დროს, როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, არც მერე ოპოზიციაში და არც დღეს ტყუილად რაღაც ლანძღვის და შეურაცხყოფის მიყენების. მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, ვართ ქვეყანა, სადაც არავინ არ ამზადებს მეორე ფრონტს და ეს არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი და ლავროვის, სიმონიანის და ყველას სახელები არ ვიცი. ეს ხომ უნდა იყოს ყველასთვის ძალიან გასაკვირი. რა მეორე ფრონტი და როდის იყო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენ გვიწვევდნენ რამე ომში. არავის აქვს სურვილი, რომ კიდევ ზედმეტი დესტაბილიზაცია სადმე იყოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press