რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი, ვერ შეასრულა თავისი ომის ვერც ერთი მიზანი ამ ერთი წლის მანძილზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა დაკარგა თავისი რეპუტაცია, რომ თითქოსდა იყო სამხედრო შესაძლებლობის ქვეყანა, რომელსაც ვერავინ დაამარცხებდა.
"რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი. ვერ შეასრულა თავისი ომის ვერც ერთი მიზანი ამ ერთი წლის მანძილზე. დაკარგა თავისი რეპუტაცია, რომ იყო თითქოს სამხედრო შესაძლებლობის ქვეყანა, რომელსაც ვერავინ დაამარცხებდა. არავინ არ იცის, რა იქნება საბოლოო შედეგი, მაგრამ ბევრი ბრძოლა უკვე წააგო. წააგო, როცა ვერ მიაღწია, დაშლილიყო უკრაინის ახალგაზრდა მთავრობა. ვერ მიაღწია, რომ უკრაინის მოსახლეობა დაიშალოს ორად, იყოს რაღაცა წინააღმდეგობები შიგნით. ვერ მიაღწია, რომ ევროპა და ამერიკა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გერმანია სრულიად შეიცვალა და დღევანდელი გერმანია არის, რეალურად, პირმშო ამ რუსეთის უკვე წაგებული ბრძოლების", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press