გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველო დატოვა.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ანალენა ბერბოკის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში,ანალენა ბერბოკს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა.
შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ბრიფინგი გამართეს.
გერმანელი დიპლომატი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო საქართველოში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press