გადაწყვეტილების მიღება ხდება ქართველი ხალხის მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ ორი კვირის წინ, როგორ გამოვიდა ქუჩებში ასიათასამდე მოქალაქე და გამოხატა თავისი მკაფიო პოზიცია,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეასრულებს ეს ქვეყანა იმ პირობებს, რომლებიც ევროკომისიამ ნათლად ჩამოაყალიბა.
"გადაწყვეტილების მიღება ხდება ქართველი ხალხის მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ ორი კვირის წინ, როგორ გამოვიდა ქუჩებში ასიათასამდე მოქალაქე, გამოხატა თავისი მკაფიო პოზიცია და ნათლად დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. იგივე მოხდა ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და სხვა ქალაქებში, სადაც ხალხმა განაცხადა, რომ ევროპული მომავალი სურთ.
საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეასრულებს ეს ქვეყანა იმ პირობებს, რომლებიც ევროკომისიამ ნათლად ჩამოაყალიბა. ეს დამოკიდებულია პარლამენტზე, სხვა მონაწილე მხარეებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამ რეფორმებში ახალი არაფერია. ეს ის რეფორმებია, რომლებზეც საქართველო ისედაც მუშაობს წლებია და გარკვეულ პროგრესს უკვე მიაღწია. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ერთი ადამიანის პროექტია. არა. ეს არის ქართველი ხალხის, საქართველოს ლიდერების პროექტი და ერთობლივად შესასრულებელი ამოცანა. ამიტომ, ჩხუბზე ნაკლები დრო უნდა დაიხარჯოს და ყველა რეფორმა ზედმიწევნით შესრულდეს და არა ზედაპირულად. ამ რეფორმებმა რეალურად უნდა გააუმჯობესოს დემოკრატია საქართველოში. სწორედ ამის დანახვა სურთ ევროპელ ლიდერებს, სწორედ ეს სურს ქართველ ხალხს და ახლა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს შესრულდეს",- განაცხადა დეგნანმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press