უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს.
სახელმწიფოს მეთაური სოციალურ ქსელში თავდასხმის ამსახველ ვიდეოკადრებს აქვეყნებს და ამბობს, რომ იერიშის შედეგად არის დაღუპული და ათობით დაშავებული.
"კიდევ ერთი დღე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმით დაიწყო. აგრესორმა სახელმწიფომ ჩვენი სლავიანსკი დაბომბა. სამწუხაროდ, არის გარდაცვლილი ადამიანი და სხვადასხვა ხარისხის სიმძიმით ათობით დაშავებული. ადგილზე ყველა სერვისი მუშაობს.
მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არ აპატიებს ჩვენი ხალხის წამებას, არ აპატიებს ამ სიკვდილსა და ჭრილობებს. ყველა რუსი ტერორისტი დამარცხდება. პასუხს აგებს ყველა, ვინც ამ აგრესიაშია ჩართული", - აცხადებს ზელენსკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press