Foto

ლავროვი - რუსეთის გაუქმების კამპანიის მიუხედავად, ჩვენ დასავლეთში მაინც ბევრი მეგობარი გვყავს

რუსეთის გაუქმების კამპანიის მიუხედავად, ჩვენ მაინც ბევრი მეგობარი გვყავს, მათ შორის დასავლეთში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, "გაყავი და იბატონე" სულისკვეთებით მოქმედების მცდელობა მარცხისთვის განწირულია.

"გაყავი და იბატონე" სულისკვეთებით მოქმედების მცდელობა მარცხისთვის განწირულია. რუსეთის გაუქმების კამპანიის მიუხედავად, ჩვენ მაინც ბევრი მეგობარი გვყავს, მათ შორის დასავლეთში. ისინი იაზრებენ იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ვაწინაურებთ.

ეს უკვე ხდება დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მუშაობის მეთოდი. გამოიყენონ ნაციზმის თეორია ჩვენს წინააღმდეგ და გამოიყენონ ის ძალები, რომლებიც მზად არიან ამ თეორიის პრაქტიკაში განსახორციელებლად", - განაცხადა ლავროვმა.