უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს.
პრეზიდენტს ვიზიტისას ფრონტის შესაბამის უბნებზე ოპერატიული ვითარების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფის ინფორმაცია მიეწოდა.
ზელენსკიმ ჯარისკაცებს ჯანმრთელობა უსურვა და გაწეული გმირობისთვის ბოგდან ხმელნიცკის ჯილდოები გადასცა.
"მე მაქვს პატივი, დღეს აქ ვიყო და ყველას მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი შვილების დაცვისთვის... ყველას გამარჯვებას ვუსურვებ. იცხოვრეთ და იბრძოლეთ. თქვენნაირ ადამიანებთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press