რეჟიმი, რომელიც რამიშვილის მსგავს სამარცხვინო ადამიანს საკუთარი ინტერესისთვის დაკვეთას შეუსრულებს, ჩვენი მომავლის საფრთხეა, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებსა და განვითარებულ მოვლენებს.
მისივე თქმით, დამატებით კატასტროფაა ის რაც საზოგადოებამ იხილა, რაც სამარცხვინო ადამიანის მიერ დაორგანიზებული პოლიციის ქმედებას გულისხმობს, რომლის დროსაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაინტერესებული მხარის მიერ დადგმული მიზეზებით სახლში შეუვარდნენ.
"ანუ რა სტანდარტია, ასეთმა სამარცხვინო მედია-საშუალებამ წყაროზე დაყრდნობით თქვა, რომ ვიღაცაზე ძალადობენ და პოლიცია ადამიანს სახლში შეუვარდა, რაზეც პასუხს არავინ არ აგებს. აქამდე მივიდა ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის ის ამბავი, რასაც არ ეშველება სულ რომ გაქრეს შალვა რამიშვილი ხვალ. რეჟიმი, რომელიც ნებისმიერ სამარცხვინო ადამიანს საკუთარი ამოცანებისთვის ასეთ დაკვეთას შეუსრულებს, არის ჩვენი მომავლისთვის უდიდესი საფრთხე“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press