წინა წლის იანვარში, ხუთმა ბირთვულმა ქვეყანამ საერთო განცხადება გააკეთა ბირთვული ომის მოგების შეუძლებლობის შესახებ. აქედან გამომდინარე ბირთვული ომი სახელმწიფოებს შორის ყველაფრის ფასად უნდა იყოს არიდებული და ამის სტრატეგიული რისკი უნდა შემცირდეს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბირთვული ომი არასდროს არ უნდა დაიწყოს, ვინაიდან ამ ომს არ ეყოლება გამარჯვებული და რუსეთ-უკრაინის ომი დიპლომატიურად უნდა მოგვარდეს.
"წინა წლის იანვარში, ხუთმა ბირთვულმა ქვეყანამ საერთო განცხადება გააკეთა ბირთვული ომის მოგების შეუძლებლობის შესახებ. ეს განცხადება ხაზს უსვამს, რომ ომი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ყველაფრის ფასად უნდა იყოს არიდებული და ამის სტრატეგიული რისკი უნდა შემცირდეს", - განაცხადა მაო ნინგმა.
შეგახსენებთ, რომ 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს განათავსებს.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press