ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდრესენი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ელჩის თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადება და მიხეილ სააკაშვილის ტერორისტ ბერინგ ბრეივიკითან შედარება უაღრესად უადგილოა.
"ნორვეგიის საელჩო თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა იქამდე, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გავეცანით. დავამატებ, რომ გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია", - განაცხადა ნორვეგიის ელჩმა, მთავარი არხის ეთერში.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზის გადაცემის საკითხს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა "იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს ჯილდო გადასცეს".
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press