ლიეტუვის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია 114 ხმით მიიღო.
ლიეტუვის დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, თავი შეიკავონ წინააღმდეგობრივი საკანონმდებლო ინიციატივებისგან, რაც გამოიწვევს დაპირისპირებას, ადამიანების უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, რაც ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხს.
ამასთან ერთად სეიმი მმართველ პარტიას მოუწოდებს, რომ მოხდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაყვანა, მიხეილ სააკაშვილის თემის გარდა საუბარი ასევე შეეხო, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საკითხსაც, რაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად არის მოყვანილი, ვინაიდან კრიტიკული ტელევიზიის დამფუძნებლის, გასამართლება კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების სამართლიანობაზე.
„თავი შეიკავეთწინააღმდეგობრივი საკანონმდებლო და სხვა ინიციატივებისგან, რომლებიც იწვევს დაპირისპირებას, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას", - ნათქვამია დოკუმენტში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press