გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის 18 ტანკი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ტანკები გერმანიიდან გასული კვირის ბოლოს გაიყვანეს და უკრაინულ მხარეს ცოტა ხნის წინ გადაეცა.
Leopard 2-ის გარდა, გერმანიამ უკრაინას 40-მდე ადრე დაპირებული Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა გადასცა. გერმანიის მთავრობა უსაფრთხოების მიზეზების გამო იარაღის მიწოდების ზუსტ მარშრუტს საიდუმლოდ ინახავს.
Der Spiegel-ის წყაროების თანახმად, უკრაინამ Leopard 2-ის ტანკები „იარაღის დიდი პაკეტითა და სათადარიგო ნაწილებით“ მიიღო.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press