უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან საომარი მოქმედებების მიმდინარეობასა და ფრონტის გარკვეულ რაიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ანჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
ზელენსკის თქმით, ისინი "ემზადებიან მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის".
"ამ დატვირთული დღეების შემდეგ, ვესაუბრე პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას. ვისაუბრეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობასა და ფრონტის გარკვეულ რაიონებში არსებულ ვითარებაზე. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის ამჟამინდელი საჭიროებები და სამომავლო ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა. ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press