კანადა ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა, ეს არის კანადის მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ დაწესებული სანქციების მეათე პაკეტი.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა 8 ფიზიკური პირი და 2 სუბიექტი, მათ შორის არიან ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისა და სამართალდამცავი ძალების მაღალი თანამდებობის პირები. მათ სანქციები ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევის გამო დაუწესდათ. ასევე დასანქცირდნენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ირანში დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში არიან ჩართული.
"დღევანდელი ზომები, რომლებიც კრძალავს ფიზიკურ პირებთან და ერთეულებთან ურთიერთობას, ფაქტობრივად, გაყინავს ყველა აქტივს, რომელსაც ისინი კანადაში ფლობენ. კანადა გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა უპასუხოს ირანის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების მუდმივ დარღვევას, პროპაგანდასა და ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას", - ნათქვამია კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press