Foto

გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილის წონა უკვე 58 კგ-ია

მისი წონა არის უკვე 58 კგ. როგორ ფიქრობთ, 58 კგ რომ გახდა ადამიანი - უნდა რომ მოკვდეს?! - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, ექსპრეზიდენტი მოწამლულია და საჭირო კაოლორიებს ამის გამო ვერ იღებს.

"მაშინ ვთქვათ, რომ თვითმკვლელია ადამიანი და იკლავს თავს. ის არის მოწამლული და ვერ ჭამს იმ კალორიებს, რომლებსაც ესენი ითხოვენ. კონსილიუმს რაც შეეხება, მე რამდენადაც ვიცი, შესთავაზეს ელენე გიორგაძის მოსვლა. ეს ის ქალბატონია, რომელიც ხელმძღვანელობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას, რომელიც ყველამ დაიწუნა და ჩათვალეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს კვება. ამიტომ, არის უარი", - აცხადებს გიული ალასანია.