Foto

კობახიძე ზურაბიშვილზე - კინკლაობაში არ შევალთ, ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს

ხშირად კეთდება ხოლმე, სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეს მხრიდან გაუგებარი განცხადებები,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტთან "კინკლაობაში" არ შევლენ, რადგან პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდება.

"ხშირად კეთდება ხოლმე, სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეს მხრიდან გაუგებარი განცხადებები, შეიძლება აქაც მოვისმინოთ ასეთი განცხადებები. ვნახოთ, ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფერს. ჩვენ არ გვინდა, რომ შევიდეთ რაღაცა კინკლაობაში პრეზიდენტთან, იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტს. შეიძლება თავად არ უფრთხილდებოდეს კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, აქედან გამომდინარე მასთან ერთგვარ კინკლაობაში არ შევალთ",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 27 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალთა სექსუალური შევიწროების საკითხებს გამოეხმაურა. პრეზიდენტმა საგანებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, რითაც მოძალადეს აგულიანებს.