ის, რაც დღეს იკადრეს, არის სერიოზული სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის დაბარებას.
როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ხაბეიშვილმა განაცხადა, "რუსულ ოცნებას" ქვეყანაში არსებული პრობლემების ნაცვლად, ნორვეგიელების მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების საკითხი "ანერვიულებს".
"ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს "რუსული ოცნება", მათ ანერვიულებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდო, რომელიც გადასცეს ნორვეგიელებმა. დღეს ვნახეთ ჩვენ არაადეკვატური დადმოკიდებულება რუსული პარტიის, "რუსული ოცნების" რომელმაც ნორვეგიის ელჩი დაიბარა, რომ ახსნა-განმარტება გაეკეთებინა სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემისთვის... ის, რაც დღეს იკადრეს, არის სერიოზული სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ნორვეგის ელჩი ამის გამო დაიბარეს", - ამბობს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს.
აღნიშნულს გუშინ, 27 მარტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს გადასცეს ჯილდო".
ღარიბაშვილის ეს განცხადება შეაფასა ნორვეგიის ელჩმა. ჰელენ სანდ ანდრესენმა თქვა, რომ სააკაშვილის ტერორისტ ბრეივიკთან შედარება "უაღრესად უადგილოა".
ნორვეგიის ელჩი აღნიშნული განცხადების გამო, დღეს, 28 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press