რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოსთან კავშირის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში თუ სომხეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირს, რუსეთის ხელისუფლება "ქმედით ნაბიჯებს" გადადგამს.
რუსული ახალი ამბების სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მათ განუცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, მოსკოვისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ერევანი ჰააგის სასამართლოს რომის წესდებას შეუერთდეს.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ორდერი ასევე ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც გაიცა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press