Foto

აშშ-მექსიკის საზღვარზე, მიგრანტების მოთავსების ცენტრში გაჩენილ ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-მექსიკის საზღვარზე, ქალაქ სიუდად-ხუარესში, მიგრანტების მოთავსების ცენტრში ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ხელისუფლების განცხადებით, მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის (INM) ოფისში ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ ქალაქის ქუჩებიდან დაახლოებით 71 მიგრანტი აიყვანეს.

მექსიკის გენერალურმა პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ჯერ-ჯერობით ხანძრის გაჩენის მიზეზისა და გარდაცვლილების ეროვნების შესახებ ინფორმაცია მექსიკის ეროვნული მიგრაციის ინსტიტუტს არ გაუვრცელებია.

CNN-ის ინფორმაციით, ეს ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე ძლიერი ხანძარი იყო მექსიკაში.

ცნობისთვის, 2023 წლის დასაწყისში ბაიდენის ადმინისტრაციამ გააძლიერა ძალისხმევა საზღვარზე მიგრანტების გადაკვეთის რაოდენობის შესამცირებლად.