აშშ-მექსიკის საზღვარზე, ქალაქ სიუდად-ხუარესში, მიგრანტების მოთავსების ცენტრში ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ხელისუფლების განცხადებით, მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის (INM) ოფისში ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ ქალაქის ქუჩებიდან დაახლოებით 71 მიგრანტი აიყვანეს.
მექსიკის გენერალურმა პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ჯერ-ჯერობით ხანძრის გაჩენის მიზეზისა და გარდაცვლილების ეროვნების შესახებ ინფორმაცია მექსიკის ეროვნული მიგრაციის ინსტიტუტს არ გაუვრცელებია.
CNN-ის ინფორმაციით, ეს ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე ძლიერი ხანძარი იყო მექსიკაში.
ცნობისთვის, 2023 წლის დასაწყისში ბაიდენის ადმინისტრაციამ გააძლიერა ძალისხმევა საზღვარზე მიგრანტების გადაკვეთის რაოდენობის შესამცირებლად.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press