რაც შეეხება ელჩის დაბარებას, სწორია, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დემარში განსახორციელებელია, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის ჰელენ სანდ ანდერსის დაბარების საკითხს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში ნორვეგიის სრულუფლებიან ელჩთან ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და ამასთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა.
"რაც შეეხება ელჩის დაბარებას, სწორია, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დემარში განსახორციელებელია და ეს გარკვეული პრეტენზიები ამასთან დაკავშირებით უნდა წაუყენო, თუმცა წინასწარვე ვიცით, რომ ელჩის განცხადება იქნება ისეთი, როგორიც მოსალოდნელია, რომ იყოს სხვა სტრუქტურებიდან მიღებული განცხადებებიც, რომ ეს არ გამოხატავს ნორვეგიის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას", - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press