ბოლო თვეებში რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს თქვენს [მოლდოვას] ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი რუსეთის მხრიდან მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობებს გმობს და დარწმუნებულია, რომ მოლდოვის მთავრობა შეძლებს ყველა საფრთხესთან გამკლავებას.
"მოლდოვაზე დიდ უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ბოლო თვეებში რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს თქვენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის. ამისთვის იყენებდნენ ენერგეტიკას, კიბერთავდასხმებს, აწყობდნენ აქციებს და მიმართავდნენ სხვა ძირისგამომთხრელ ქმედებებს. ვგმობთ თქვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებს. თქვენ მოახდინეთ ამ საფრთხეზე და რუსეთის ომზე მტკიცე და გაბედული რეაგირება და დარწმუნებული ვართ, რომ თქვენს მთავრობას შეუძლია ყველა ამ საფრთხეს გაუმკლავდეს", - განაცხადა შარლ მიშელმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press