გვარამია არ არის დაჭერილი ავტომობილის მოხმარებისთვის, ის არსი დაჭერილი საკუთარი ყოფილი ტელეკომპანიის 7მლნ-ით გაძარცვისთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დამნაშავეების გათავისუფლება არ არის 12 პუნქტიანი რეზოლუციის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილიც და ნიკა გვარამიაც არიან დამნაშავეები და საუბარი, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები პრინციპულად არის არასწორი.
"რაც შეეხება დამნაშავეების გათავისუფლებას ეს არ არის 12 პუნქტიანის შემადგენელი ნაწილი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არის პრინციპულად არასწორი. [მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია] ერთიც და მეორეც არის დამნაშავე ისინი არიან მხილებული მძიმე დანაშაულებში. გვარამია არ არის დაჭერილი ავტომობილის მოხმარებისთვის, ის არსი დაჭერილი საკუთარი ყოფილი ტელეკომპანიის 7მლნ- ით გაძარცვისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press