Foto

პოლონეთის პრემიერი - ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმის გამო, ბელარუსს ახალი სანქციები ემუქრება

ბელარუსს ახალი სანქციები ემუქრება იმის გამო, რომ რუსეთი იქ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს, - ამის შესახებ პოლონეთის  პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის სახელმწიფოს განცხადებების მხარდაჭერა ბელარუსს ძვირად დაუჯდება და ლუკაშენკოს რეჟიმი ბევდად უფრო მკაცრ სანქციებს მიიღებს.

"რუსეთის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, განცხადება ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ, აუცილებლად გამოიწვევს დამატებითი სანქციების გამოცხადებას. სანქციების დონე ბევრად უფრო მკაცრი იქნება ლუკაშენკოს რეჟიმისთვის", - თქვა მორავიეცკიმ.

ცნობისთვის, 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი  ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ბელორუსის ტერიტორიაზე გეგმავს.