ბელარუსს ახალი სანქციები ემუქრება იმის გამო, რომ რუსეთი იქ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის სახელმწიფოს განცხადებების მხარდაჭერა ბელარუსს ძვირად დაუჯდება და ლუკაშენკოს რეჟიმი ბევდად უფრო მკაცრ სანქციებს მიიღებს.
"რუსეთის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, განცხადება ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ, აუცილებლად გამოიწვევს დამატებითი სანქციების გამოცხადებას. სანქციების დონე ბევრად უფრო მკაცრი იქნება ლუკაშენკოს რეჟიმისთვის", - თქვა მორავიეცკიმ.
ცნობისთვის, 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ბელორუსის ტერიტორიაზე გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press