არცერთ სხვა ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, თუმცა მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა მშვიდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ უზრუნველყოფს რუსეთის აგრესიის სრულად შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანასა და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინელი ხალხი მიიღებს მშვიდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უზრუნველყოფს რუსეთის აგრესიის სრულად შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანასა და ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა კულებამ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press