უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი კიევში მიიწვია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-სთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, ჩინეთის ლიდერთან კონტაქტი არ ჰქონია, ამიტომ, სურს, რომ სი ძინპინი უკრაინას ეწვიოს.
"ჩვენ მზად ვართ, ვიხილოთ ის აქ. მსურს მასთან საუბარი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე მქონდა მასთან შეხება, მაგრამ მთელი ამ წლის განმავლობაში, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, არ მქონია", - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვია, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩინეთის ლიდერის მოგზაურობის ფონზე, გაჩნდა პერსპექტივა, რომ პეკინი, შესაძლოა, მზად იყოს, მოსკოვს მიაწოდოს იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც მას მისი ამოწურული მარაგის შესავსებად სჭირდება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press