ვისაც ჩარკვიანი ახმოვანებს უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია "კანონი და სამართლის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე გაერთიანდებიან.
როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, ადამიანებს, რომლებსაც "სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ", მხოლოდ "კაგებეს" მეთოდით ჭორების გამავრცელებლები შეიძლება ეწოდოთ.
"თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდაც ჩემს სამომავლო გეგმებზე - ვისაც ის ახმოვანებს უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია.
დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის "დავალებით" ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით.
"კაგებეს" მეთოდით ჭორების გამავრცელებლები - მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ.
ქვეყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც (და ძალიან მალე) არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება. საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე!" - წერს ნიკა მელია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
"კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ნიკა გილაურის მიერ ახალი პარტიის შექმნის საკითხზე გუშინ, 28 მარტს ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.
"2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, პრემიერად იყო ვინმე ნიკა გილაური. 2015 წელს, 120 მილიონ დოლარად გილაურმა იყიდა წლის კომპანია იმ ვალდებულებით, რომ 240 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდებოდა და კიდევ იყო ვალდებულება, რომ არ გაძვირდებოდა წყლის ტარიფი. არც ერთი ვალდებულება არ სრულდება. 2016 წელს, იხსნება ეს ვალდებულება ანუ სახელმწიფო თვითონ იზარალებს თავს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი პრემიერის გამო... ცოტა ხანში იყიდება 230 მილიონ დოლარად და ყიდულობს ესპანური კომპანია. ანუ ვალდებულებას იხსნის. 240 მილიონს რომ გაჩუქებენ, როცა უნდათ, შეგაქმნევინებენ პარტიას. ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც წევრიანდება ნიკანორ მელია და ხატია დეკანოიძე", - განაცხადა ჩარკვიანმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press