ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
მიშელმა მოლდოვაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება.
"მომავალ თვეში მნიშვნელოვანი ამბები იქნება. ევროკომისია გამოაქვეყნებს მომდევნო მოხსენებას მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ინტეგრაციის შესახებ. მე ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ევროპული საბჭო აპირებს ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას წლის ბოლომდე. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე, ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება კომისიის მოხსენების გათვალისწიებით და იმედი მაქვს, ის პოზიტიური იქნება", - განაცხადა შარლ მიშელმა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press