საქართველოში კიდევ ერთი რუსი უფლებადამცველი და პუტინის კრიტიკოსი, დარიანა გრიაზნოვა არ შემოუშვეს.
როგორც უფლებადამცველმა "ფორმულასთან" საუბარისას აღნიშნა, საზღვარზე "ფოტოს უღებენ პასპორტს და "ვოთსაფით" სადღაც აგზავნიან და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ იღებენ. აღნიშნულის საფუძველზე უფლებადამცველი ეჭვობს, რომ არსებობს გარკვეული სია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს და რომ რუსეთი და საქართველო "არასასურველი ხალხის" სიას ერთმანეთს უზიარებს.
"საზღვარზე არავითარი ახსნა-განმარტება არ მიმიღია, რა თქმა უნდა. ამ უარს ვუკავშირებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას. საქართველოში არ უშვებენ რუს უფლებადამცველებს. ხელისუფლება ხშირად საუბრობს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, შეამოწმონ ქვეყანაში შემომსვლელი ადამიანები, მაგრამ თუ გადავხედავთ რუსეთის მოქალაქეების რიცხვს, რომლებიც თავისუფლად შემოუშვეს და შეადარებთ რუსი უფლებადამცველების რიცხვთან, ვისაც არ უშვებენ ქვეყანაში, გაოგნდებით. ყოველ მეორე უფლებადამცველს არ უშვებენ. ყველა არ საუბრობს საჯაროდ ამაზე. ფოტოს უღებენ პასპორტს და "ვოთსაფით" სადღაც აგზავნიან, ამის მერე იღებენ გადაწყვეტილებას ან ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, არსებობს გარკვეული სია, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას.
წლების განმავლობაში, საჯარო საქმიანობას არ ვეწეოდი, რადგან ვცხოვრობდი რუსეთში და იქ ვიდევნებოდი. როგორც კი პირველი ადევნება გაჩნდა, ქვეყანა დავტოვე. მე მაინტერესებს, საიდან აქვს საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაცია ჩემს შესახებ, ჩემი საქმიანობის შესახებ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და არასუსრველი ხალხის სიებს ერთმანეთს უზიარებენ", - განაცხადა დარიანა გრაზნოვამ "ფორმულასთან" საუბრისას.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. 12 დეკემბერს რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს. 18 სექტემბერს არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა.
შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. რომანოვი თვლის, რომ ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი შემოდგომაზე გადაღებული სიუჟეტი იყო, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას ეხებოდა. 12 იანვარს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. ჟურნალისტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არსებულ კრიტიკულ პოზიციას უკავშირებდა.
13 თებერვალს, რუსეთის კრიზისული ცენტრის "Насилию.нет-ის" დამფუძნებელ ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს. 20 თებერვალს შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს მწერალსა და ჟურნალისტს, ფილიპ ძიადკოს. 14 მარტს რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press