Foto

პატრუშევი - რუსეთმა აშშ, სულ მცირე, ორჯერ გადაარჩინა

რუსეთი ისტორიულად ნებისმიერი ხალხის, ვინც დახმარებას სთხოვს, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის მცველია, რუსეთმა თავად აშშ, სულ მცირე, ორჯერ გადაარჩინა, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მრავალსაუკუნოვანი კულტურა სულიერებას, თანაგრძნობასა და მოწყალებას ეფუძვნება, მაგრამ ამ სიტუაციაში შეერთებული შტატებისთვის დახმარება, რომ მათ მთლიანობა შეინარჩუნონ, შეუსაბამოა.

"ჩვენი მრავალსაუკონოვანი კულტურა ეფუძნება სულიერებას, თანაგრძნობასა და მოწყალებას. რუსეთი ისტორიულად ნებისმიერი ხალხის, ვინც დახმარებას სთხოვს, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის მცველია. თავად აშშ, სულ მცირე, ორჯერ გადაარჩინა - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და სამოქალაქო ომის დროს. მაგრამ, ჩემი აზრით, ამჯერად შტატებისთვის დახმარება, შეინარჩუნონ მთლიანობა, შეუსაბამო იქნება", - განაცხადა პატრუშევმა.