რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დაწესებულმა არალეგიტიმურმა სანქციებმა საშუალოვადიან პერსპექტივაში, შეიძლება მართლაც უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყანაზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, რუსეთს სჭირდება შიდა მოთხოვნის სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა.
"რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დაწესებულმა არალეგიტიმურმა სანქციებმა საშუალოვადიან პერსპექტივაში, შეიძლება მართლაც უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყანაზე. ამ მხრივ ჩვენ გვჭირდება უზრუნველვყოთ შიდა მოთხოვნის სტაბილური ზრდა", - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა
"ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად დააწესეს ყველაზე ძლიერი და სერიოზული შედეგების მომტანი სანქციები, რათა უკრაინას ომში გამარჯვებაში დაეხმარონ. ევროკავშირი ერთიანია უკრაინასა და უკრაინელ ხალხთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება", - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press