გერმანიის მთავრობა უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც Reuters იუწყება, გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ მოთხოვნილ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის თანხის გამოყოფის საკითხს მწვანე შუქი აუნთო.
დამატებითი დაფინანსება მოიცავს 3,2 მილიარდ ევროს, რომელიც გერმანიამ 2023 წელს უნდა გამოყოს და ამასთან ერთად საკრედიტო ხაზებს 2024-დან 2032 წლამდე პერიოდისთვის, რომელიც დაახლოებით 8,8 მილიარდ ევროს შეადგენს.
„ამ თანხით, უკრაინა შეძლებს გერმანიის მთავრობის მხადაჭერით შეიარაღების პირდაპირ შეძენას, მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება“, - ნათქვამია კოალიციურ მთავრობაში შემავალი პარტიების წარმომადგენელი სამი პოლიტიკოსის განცხადებაში.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press