9 აპრილი, უნდა იყოს გარდამტეხი, იმისთვის, რომ რუსული მთავრობა წელში გადავტეხოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, 9 აპრილის აქციაზე დაყენებული იქნება ყველა ის საკითხი, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე ხაბეიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გამოიყენონ პოლიტიკური პარტია, როგორც იარაღი რუსული ოცნების წინააღმდეგ.
"უმნიშვნელოვანესი დღეა 9 აპრილი, უნდა იყოს გარდამტეხი, იმისთვის, რომ გადავტეხოთ წელში რუსული მთავრობა და მე პირობას გაძლევთ, ყველა ის საკითხი იქნება დაყენებული, რომელიც თქვენ გაწუხებთ და თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და კარგად უნდა გაიგოთ ყველამ, რომ პოლიტიკოსები გამოიყენეთ, როგორც შესაძლებლობა და არავინ არ "დაგაბულინგოთ", რომ ის პარტია, ეს პარტია. ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა ლიდერი თქვენს ხელში გამოიყენეთ იარაღად რუსული ოცნების წინააღმდეგ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press