Foto

რომის პაპი ფრანცისკე რესპირატორული ინფექციით კლინიკაში გადაიყვანეს

რომის პაპი ფრანცისკე რესპირატორული ინფექციით კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.

ვატიკანის წარმომადგენლის მატეო ბრუნის თქმით, პაპ ფრანცისკეს სუნთქვით სირთულეებს უჩიოდა, მაგრამ მას კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა

კვლევის შედეგებმა სასუნთქი გზების ინფექცია აჩვენა, რის გამოც, პაპი ფრანცისკე რამდენიმე დღე კლინიკაში იქნება.

"რომის პაპი ფრანცისკე შეშფოთებულია მიღებული მრავალი გზავნილით და მადლიერებას გამოხატავს სიახლოვისთვისა და ლოცვისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.