დღეს გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს სულიერი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინა უდიდესი რელიგიური თავისუფლების ტერიტორიაა.
"სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, უკრაინას არც ერთი კვირა არ დაუკარგავს - ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს.
დღეს გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს სულიერი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, რათა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება ძველი და ცინიკური მოსკოვური მანიპულაციისგან. უკრაინა არის უდიდესი რელიგიური თავისუფლების ტერიტორია ევროპის ჩვენს ნაწილში. ასე იყო 1991 წლიდან. ეს ყოველთვის ასე იქნება.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს უკრაინაზე და ჩვენს მოქალაქეებზე! მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის! დიდება ჩვენს მებრძოლებს! დიდება უკრაინას!" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ლავრიდან გასვლას არ აპირებს და გამოსახლების გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press