ქალების უფლებების დაცვის მოტივით, პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ოპონენტების კრიტიკას.
წილოსანი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და საუბრობს იმ რეფორმებზე, რომელიც ქალების ინტერესებისთვის "ქართულმა ოცნებამ" გაატარა.
"ბოლო დღეებში ბევრჯერ ვუხსენებივარ მე და გენდერული თანასწორობის საბჭო, თუ ოპოზიციონერ ქალებს, თუ ტელეწამყვანებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას არ დავუთმობ მათი საქმიანობის დახასიათებას, ეს ანალიზი და შესაბამისი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება საზოგადოების საქმეა.
ერთს კი ვიტყვი, რაც დარჩება ისტორიას, არის ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გაატარა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა
მხოლოდ ბოლო ორ წელში:
ეს ყველაფერი იმის შესახებ გენდერული საბჭომ და საპარლამენტო უმრავლესობამ რა გავაკეთეთ. იმ ადამიანებს კი, ზემოთ ვინც ვახსენე, ქალების უფლებების დაცვის მოტივით პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი.
ამიტომ, ჩვენ საქმის კეთებას გავაგრძელებთ ქალების ინტერესებისა და შესაძლელობების დასაცავად.
პ.ს ამ ყველაფრისთვის მადლობა ყველა განვითარების პარტნიორს, ვინც თავდაუზოგავად გვეხმარებოდა ამ პოლიტიკური რეფორმების გატარებაში, გენდერული საბჭოს ყველა წევრს, ჩვენი საბჭოს სამდივნოს არაჩვეულებრივ თანამშრომლებს", - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press