რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის ვიწვალეთ, ახია ჩვენზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, პრეზიდენტი ხშირად არაობიექტურია.
"ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა - რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე რომ იტყვიან, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ქ-ნი სალომე", - განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე რა მოლოდინი აქვთ პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტისგან, მდინარაძემ აღნიშნა:
"არ ვიცი, მოლოდინი როგორ ვთქვა. ქალბატონი სალომეს მაგივრად როგორ ვილაპარაკო წინასწარ, როდესაც არ ვიცი".
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საკანონმდებლო ორგანოში ხვალ, 31 მარტს ელოდებიან.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press