ბოროტების წინააღმდეგ ნეიტრალური პოზიციის დაცვა მორალურად შეუძლებელია, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პარლამენტს.
ზელენსკიმ, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგების გასაცნობად, ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ვოლფგანგ სობოტკა და სხვა პარლამენტარები უკრაინაში მიიწვია.
"ამის დანახვა ნიშნავს ჩვენი ხალხის გაგებას. იმის გაგება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდუალური ხმა საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის მხარდასაჭერად, როდესაც ეს საკითხები განიხილება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ევროპარლამენტში ან სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე.
ჩვენ უნდა გვესმოდეს ბოროტების მიმართ მორალურად ნეიტრალურად არყოფნის მნიშვნელობა. ეს არ ეხება გეოპოლიტიკას, ჩვენ ყოველთვის უნდა დავრჩეთ ადამიანებად და გადავარჩინოთ ჩვენი კაცობრიობა", - განაცხადა ზელენსკიმ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press