მაია სანდუ - რუსეთს მოლდოვის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენება სურს, ისევე, როგორც ბელარუსს იყენებს, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლდოვაში არის დამოუკიდებელი მთავრობა, რომელიც მოქალაქეებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობს, აქედან გამომდინარე მოლდოვის გამოყენება შეუძლებელია, ისე როგორც პრორუსული ხელმძღვანელობის გამოყენება.
„თქვენ ნახეთ კრემლის ბოლო განცხადებები, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებენ. ეს არის ზუსტად ის, რისი გაკეთებაც რუსეთს სურს მოლდოვის შემთხვევაში. თუმცა, დღეს მოლდოვაში არის დამოუკიდებელი მთავრობა, არჩეული მისი მოქალაქეების მიერ, რომელიც მუშაობს მოქალაქეებისა და მოლდოვას საკეთილდღეოდ, ამიტომ მისი გამოყენება შეუძლებელია ისე, როგორც პრორუსული ხელმძღვანელობის გამოყენება“, - აღნიშნა მაია სანდუმ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press