ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, აშშ-ის მოქალაქე ევან ჰერშკოვიჩის რუსეთში დაკავების საკითხზე ღრმა შეშფოთება გამოთქვა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს კრემლის მცდელობებს, რომ დააშინოს და რეპრესიებით დასაჯოს ჟურნალისტები თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის მიერ აშშ-ის მოქალაქე ჟურნალისტის დაკავების შესახებ. ჩვენ ვეკონტაქტებით The Wall Street Journal-ს ამ ვითარებასთან დაკავშირებით", - თქვა მან.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც აშშ-ის მოქალაქე საზღვარგარეთ არის დაკავებული, ვაშინგტონის ადმინისტრაცია ცდილობს საკონსულოების მეშვეობით სათანადო მხარდაჭერა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს.
„სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი პრიორიტეტია აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოება საზღვარგარეთ“, - აღნიშნა ბლინკენმა.
ცნობისთვის, მოსკოვის ლეფორტოვსკის სასამართლომ фсб-ის მოთხოვნით The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან ჰერშკოვიჩი "ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press