Foto

უკრაინის პრეზიდენტი - ვამზადებთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენს აქტიურ ქმედებებს - ვემზადებით გამარჯვებასთან მისაახლოებლად

ვამზადებთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენს აქტიურ ქმედებებს - ვემზადებით  გამარჯვებასთან მისაახლოებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, უკრაინა "ყველაზე საშინელ" დღეებს გადაურჩა და ამის უკან უზარმაზარი ძალისხმევა დგას.

"ოთხასი დღე - ჩვენი თავდაცვის ოთხასი დღე სრულმასშტაბიანი აგრესიისგან - ეს არის კოლოსალური გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ. უკრაინამ თებერვლის ყველაზე საშინელი დღეები გამოიარა. ამ ზამთარსაც გადავრჩით. ამ სიტყვების უკან უზარმაზარი ძალისხმევა დგას.

გასულ ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ჩრდილოეთ რეგიონების საგაზაფხულო გათავისუფლება შემთხვევითი არ იყო. ბრძოლა კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებისთვის... ჩვენი ხარკოვის რეგიონის ტერიტორიების დაბრუნება, ხერსონის დაბრუნება, ზოგადად ბახმუტისა და დონბასის დაცვა - ეს არის უკრაინელების გმირობა, რომელსაც მსოფლიო არ დაივიწყებს", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.