Foto

რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ „მეორე ფრონტის“ კონსპირაციული თეორიები, შედეგს ვერ მიაღწევთ - პრეზიდენტი მთავრობას

რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ "მეორე ფრონტის" კონსპირაციული თეორიები, შედეგს ვერ მიაღწევთ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წარმომადგენლებს.

როგორც პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროკავშირი საქართველოში მშვიდობას ემსახურება.

"რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ "მეორე ფრონტის" კონსპირაციული თეორიები  - ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართველოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით. ამიტომ, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.