მინდა დავპირდე სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უკრაინიზაცია, ნიშნავს 35%-იან ეკონომიკურ ვარდნას, რაც არის სრული კატასტროფა.
"მე მინდა დავპირდე სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება.
შეგახსენებთ, რა არის საქართველოს უკრაინიზაცია - ეს ნიშნავს 35%-იან ეკონომიკურ ვარდნას, რაც არის სრული კატასტროფა. ეს მოხდა სამწუხაროდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში და ეს არის მძიმე ტვირთი, რომელიც აქვს მათ, ეს არის 100 000-ზე მეტი დაღუპული, ინფრასტრუქტურის ნგრევა და ა.შ.
საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება და ამ პირობას მე ვაძლევ საქართველოს პრეზიდენტს!",- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მომდინარეობს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press