დასავლეთის მხრიდან საქართველოს საქმეებში ჩარევისა და შიდა სიტუაციის ცვლილების მცდელობები აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთი ცდილობს, რომ მოახდინოს სიტუაციაზე ზემოქმედება, ამ მცდელობებმა კი, შეიძლება გავლენა იქონიოს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.
"აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი უხეში მცდელობები არა თუ საქმეებში ჩარევის, არამედ შიგნიდან სიტუაციის ცვლილების, შესაბამისი ინსტიტუტების მეშვეობით - ყველა კარგად იცნობს მათ - ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეგრეთ წოდებული საზოგადო მოღვაწეები, მრავალი თვალსაზრისით, ეს ყველაფერი პირდაპირ გარედან არის მიმართული", - განაცხადა ზახაროვამ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press