რუსეთის ელჩის შეერთებულ შტატებიდან გაძევება, ისევე როგორც აქ მომუშავე ყველა რუსი ჟურნალისტის, იქნება მინიმალური ნაბიჯი, რისი მოლოდინიც გვაქვს [აშშ-სგან], - ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავება აძლიერებს კრემლის ჩვევას ამერიკელების მძევლად აყვანის შესახებ, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი ცივილიზებული ერების საზოგადოებას შორდება.
"რუსეთის მიერ Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავება აძლიერებს კრემლის ჩვევას ამერიკელების მძევლად აყვანის შესახებ და ეს უფრო მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი შორდება ცივილიზებული ერების საზოგადოებას.
პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახლა პასუხისმგებელია ბ-ნი გერშკოვიჩის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე... ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა განიხილოს დიპლომატიური და პოლიტიკური ესკალაცია.
რუსეთის ელჩის შეერთებულ შტატებიდან გაძევება, ისევე როგორც აქ მომუშავე ყველა რუსი ჟურნალისტის, იქნება მინიმალური ნაბიჯი, რისი მოლოდინიც გვაქვს", - ნათქვამია WSJ-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გერშკოვიცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა (ჯაშუშობა) აღძრული.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press