ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან რუსი დიპლომატების ან ჟურნალისტების გაძევებას ჯერ არ გეგმავს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, Wall Street Journal-ის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, გაზეთი აშშ-დან რუსეთის ელჩისა და რუსი ჟურნალისტების გაძევებას მოითხოვდა.
ამასთან ერთად ჯო ბაიდენმა, რუსეთის მთავრობას Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
როგორც WSJ-ის განცხადებაშია აღნიშნულია, რუსეთის მიერ Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავება აძლიერებს კრემლის ჩვევას ამერიკელების მძევლად აყვანის შესახებ, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი ცივილიზებული ერების საზოგადოებას შორდება.
ცნობისთვის, რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გერშკოვიცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა (ჯაშუშობა) აღძრული.
დღევანდელ განცხადებაში Wall Street Journal- მა აშშ-დან რუსეთის ელჩისა და რუსი ჟურნალისტების გაძევება მოითხოვა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press