ფინეთი ჩვენს ალიანსს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ფინეთს უფრო უსაფრთხოს გახდის და ნატო-ს უფრო ძლიერს.
„ფინეთი ოფიციალურად შეუერთდება ჩვენს ალიანსს უახლოეს დღეებში. ფინეთის გაწევრიანება ფინეთს უფრო უსაფრთხოს გახდის და ნატოს უფრო ძლიერს. მოუთმენლად ველი, რომ რაც შეიძლება მალე მივესალმები შვედეთს, როგორც ნატოს ოჯახის სრულუფლებიან წევრს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press